,,უწყებაში შემცირება იქნება” – დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უწყებაში შემცირება მოხდება. როგორც ცნობილია სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთიანდება.

„ამ ცვლილებებს იურდიული საფუძველი სჭირდება და ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები დასრულდება, ჩვენ ალბათ, ოპტიმიზაციის გეგმით მზად ვიქნებით, რომ საზოგადოების წინაშე წარვდგეთ. ბუნებრივია, შემცირება იქნება. ამოცანაც ეს არის, რომ მოხდეს ეკონომია, ეფექტიანი მართვა. სსიპ-ები და აიპ-ები თუ იმ კონკრეტულ ფუნქციებს ემსახურება, რომელიც გარემოს დაცვით და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესასრულებლად საჭიროა, ისინი შენარჩუნებული იქნება,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შტატების შემცირება გარდაუვალია” – სად წავა სამინისტროს 346 თანამშრომელი?
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნონა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს