უწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, ბანერები ჩამოხსნა – მედეა მეტრეველი

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მედეა მეტრეველი, დედაქალაქში ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო, სარეკლამო, ბანერების განთავსებას ეხმაურება. როგორც ცნობილია „ქართულმა ოცნებამ“ ორი დღის წინ, ჩამოხსნა ერთადერთი ბანერი, სადაც იყო ინფორმაცია, თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი.

მეტრეველის განცხადებით, ხელისუფლებაში დარჩენის ისტერიული ჟინით შეპყრობილმა ოცნების ხელისუფლებამ არა მხოლოდ გადაალურჯა თბილისის ყველა ქუჩა პარტიული სარეკლამო ბილბორდებით, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც შელახა.

„ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე, პროექტის – თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი – შესახებ არსებული ერთადერთი საინფორმაციო ბანერი, სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ჩამოხსნეს და მის ნაცვლად, კახი კალაძის ფოტო გამოფინეს.
მაშინ როდესაც იუნესკო 2021 წლის განმავლობაში აღნიშნავს თბილისის წიგნის მსოფლიოს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სტატუსს, თბილისის მერიამ აგვისტოდან, როგორც ჩანს უკვე დაასრულა ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის აღნიშვნა და ქალაქში, საკუთარი საარჩევნო კამპანიის გამო, თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საინფორმაციო ბილბორდები ჩამოხსნა. მოქმედ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, არც კი უფიქრიათ იმაზე, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში უცხოელი ვიზიტორებისთვის ამ ინფორმაციის გაზიარება ქალაქის და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი იქნებოდა. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ჩანს უწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე და დამოკიდებულება ქალაქის, ჩვენი კულტურის და ღირებულებების მიმართ. წინასაარჩევნოდ დედაქალაქში არსებული ბანერების ისტერიულად გამოცვლა ქართული ოცნებისთვის სახასიათოა. 17 სექტემბერს, გვიან საღამოს, კოვიდ 19-ის ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერი პირდაპირი მნიშვნელობით შეეწირა სიძულვილით შეკოწიწებულ სრულიად ამაზრზენი შინაარსის და დატვირთვის მქონე ბანერს,“-აცხადებს მედეა მეტრეველი.

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი ქალაქის მერს ახსენებს, რომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პრესტიჟული საერთაშორისო სტატუსის მოპოვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული საგამომცემლო და სალიტერატურო სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც წლებია ქართული ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციისთვის არ იშურებდნენ ძალისხმევას და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო კულტურული პოზიციონირებისთვის აქტიურად მუშაობდნენ.

„ეს სტატუსი მოიპოვა ქვეყანამ და არა ერთმა კონკრეტულმა პარტიულმა ჯგუფმა, რომელიც დღეს მერიის სახელით და მოახლოებული არჩევნების შიშით საკუთარ ადმინისტრაციულ რესურსებს ბოროტად იყენებს და იმ უდიდეს წარმატებასაც აღარაფრად მიიჩნევს რაც ასეთი საამაყოა თითოეული თბილისელისთვის – თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია,“- მედეა მეტრეველი.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც საგანგაშოა
შემდეგი სტატიაგაბუნია – სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებები მზადდება