“უტყუარი წყაროსგან ჩვენთვის ცნობილია, რომ გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის სამინისტროში”

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. პროცესის დაწყებამდე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა კომენტარი გააკეთა.

“ვადები დიდი ხნის დარღვეულია, ამ კოლეგიას არ აქვს მართლმსაჯულების განხორციელების მოტივაცია, ამ კოლეგიას აქვს კონკრეტული დავალება. სრულიად უტყუარი წყაროსგან ჩვენთვის ცნობილია, რომ გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის სამინისტროში , დეტალებიც ვიცით, არავითარი მოლოდინი მართლმსაჯულების აღსრულების ამ კოლეგიისგან არ გაქვს, ყველაფერ გავაკეთებს, რომ ეს კოლეგია საქმეს ავაცილოთ,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა გრძელდება
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი – ჩემი საზრუნავია 26 მაისი, რომელიც მინდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყოს