“უტიფრობა და სირცხვილი” – სიორიძე კობახიძის განცხადებაზე

ცესკოს წევრი კოალიცია “ძლიერი საქართველოდან” ირაკლი კობახიძის გავრცელებულ განცხადებას “უტიფრობას” უწოდებს. ოპოზიციონერი წევრი არალეგიტიმურ პრემიერს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც კობახიძემ სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაწერა, რომ “უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე”.

მისი თქმით, კობახიძემ რეჟიმისთვისაც კი უკადრებელი იკადრა.

ეს უტიფრობაც აღარ არის. ვინ არის უცხოური ძალა, ეს ხალხი არის უცხოური ძალა მთელი ღამე ვინც გაათენა, სიტყვით ვინც გამოვიდა, 9 აპრილის მონაწილეები არიან უცხოური ძალა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები არიან უცხოური ძალა?! თუ ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ებრძვიან იდეას, რუსულ იდეას ებრძვიან, როგორც 36 წლის წინ ის ადამიანები, ვინც შეეწირნენ ტანკებს და არა ტრაგიკულად დაღუპული დემონსტრანტები. არც რცხვენიათ საერთოდ. მე სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეიძლება რეჟიმმაც კი იკადროს ის, რაც მათ იკადრეს ე.წ. პრემიერ მინისტრით დაწყებული რიგითი მათი მოლაპარაკე თავებით დამთავრებული – ამბობს გიორგი სიორიძე.

ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს “ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა”.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას უცხოურ ძალად ასაღებს – გია ჯაფარიძე
შემდეგი სტატიამოგზავნილი აგენტი, ნაძირალა და უსამშობლოა – ლევან გოგიჩაიშვილი კობახიძეზე