“უტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან”, – ამის შესახებ განცხადება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გააკეთა.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინის ადგილი “მშვიდობის საბჭოში” არ არის.
„ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა ამით მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა.
ამ ბარბაროსულმა დარტყმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინის ადგილი არა „მშვიდობის საბჭოში“, არამედ სპეციალურ ტრიბუნალზე განსასჯელთა სკამშია.
რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდურ ომს, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას განაგრძობს” – წერს სიბიგა X–ზე.


















