პუტინი იმალება – რაზე ისაუბრა ბაიდენმა რადაში

bai1აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის რადაში სიტყვით გამოვიდა.
ეს უმაღლესი ამერიკელი ჩინოვნიკის პირველი გამოსვლა იყო უკრაინის პარლამენტში – ამიტომაც, პოლიტიკოსებმა გამოსვლას “ისტორიული” უწოდეს.
ბაიდენის გამოსვლა იყო ემოციური, რომელიც რამდენჯერმე აპლოდისმენტებით შეაწყვეტინეს დეპუტატებმა. გამოსვლის დიდი ნაწილი პოლიტიკოსმა დეპუტატებისადმი მიმართვას დაუთმო, რომელთაც პატივი ერგოთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში ასეთ რთულ დროს.

ყირიმზე

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს არასდროს აღიარებს – ამ მომენტში ის განსაკუთრებულად აგრესიულად გამოიყურებოდა.
“ყველა ხალხს აქვს სუვერენიტეტის უფლება. ამას აქ დავუსვათ წერტილი. 21-ე საუკუნეში ქვეყნებს უფლება არა აქვთ და არც ჩვენ მივცემთ ამის უფლებას, რომ საზღვრები შეცვალოს. ამაშია ძირითადი წესი. რუსეთმა ეს წესი დაარღვია და აგრძელებს მის დარღვევას. და დღეს მან დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. აშშ-ში ამბობენ, რომ არასდროს, არასდროს, არასდროს აღიარებენ რუსეთის მცდელობას ყირიმის ოკუპირების შესახებ. ამას გამართლება არა აქვს.

“რუსულ აგრესიაზე”

“აშშ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ სამხედრო ძალების წვრთნებში და სწავლებებში ვეხმარებით და ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის მხარდასაჭერად”.
“რუსეთი საკუთარი ჯარების გადასროლას აგრძელებს. საკუთარი ყაჩაღების, საკუთარი მკვლელებისას საზღვარზე, სადაც რუსული ტანკები და რაკეტები დგანან – ეს დონბასშია. სეპარატისტები, რომელსაც ორგანიზებას მოსკოვი უწევს, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს!”

პუტინზე

“მე არ ვფიქრობ, რომ რუსებს კარგად ესმოდეთ რას შვრება პუტინი, ზუსტად ამიტომ ის ასე დიდ ხანს იმალება საკუთარი ხალხისგან”.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე

“ევროპა და ამერიკა ახლა ერთად დგანან და ძალებს აერთიანებენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოსაღებად. და სანამ რუსეთის აგრესია არსებობს, ფასი, რომელსაც იხდის რუსეთი, ზრდას აგრძელებს”.
“ცრუ პროპაგანდა, რომელსაც მოსკოვი ქმნის ევროპის ერთიანობის გასატეხად, არ იმუშავებს. იარაღით ჟღარუნი ძალის მაჩვენებელი არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის სტრატეგიას რუსეთის შეშინების წინააღმდეგ, კონკრეტულად კი ნატოს ენერგობალანსის მომატების და ეკონომიკის მხარდაჭერას”.

“რუსეთზე ზეწოლა უნდა განვახორციელოთ, სანამ ის მინსკის ხელშეკრულებას არ შეასრულებს. არ შეიძლება სანქციების მოხსნა, სანამ რუსეთი ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს”.

მინსკის ხელსეკრულებაზე

ბაიდენმა შეახსენა დამსწრეებს, რომ უკრაინამაც უნდა შეასრულოს მინსკის ხელშეკრულება – განსაკუთრებით ადამიანების ამნისტირების კუთხით, რომლებიც მძიმე დანაშაულებებში არ მონაწილეობდნენ დონბასში.

“რუსეთმა სეპარატისტებზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რომ უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდეს იქ არჩევნები”.

კორუფციასთან ბრძოლა

ბაიდენმა კორუფლიასთან ბრძოლას “კიბო” უწოდა.

“თქვენ უკვე იმდენი კრიტიკული რამ გააკეთეთ, მაგრამ ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. ჯერ ყველაფერი არ არის გაკეთებული. მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის ბიუროს ჩამოყალიბება არ კმარა. იმისათვის, რომ ეს ბრძოლა წარმართოთ, აუცილებელია სასამართლო რეფორმები, რომ პასუხისგებაში მიეცენ შესაბამისი ადამიანები, აუცილებელია პირადი და სახელმწიფო ინტერესების გამიჯვნა – ზუსტად ამაშია დემოკრატიის პრიციპი. კორუფციას მიაქვს რესურსები და ის ეკონომიკას საშუალებას არ აძლევს განვითარდეს.”

შანსებსა და პასუხისმგებლობაზე

ბაიდენის თქმით, ყველა პარლამენტარის წინაშე პასუხისმგებლობა დგას – შესაძლებლობების გამოყენების, რომელიც მაიდანის ასობით მსხვერპლის წყალობით გაჩნდა, რომლებიც ქვეყნის რეფორმირებას შეეწირნენ.
“მთელი მსოფლიო გაკვირდებათ. ეს ფაქტია, ისინი თქვენ გაკვირდებიან, იმიტომ, რომ მათ იმედი აქვთ, რომ თქვენი წარმატება, თქვენი ბრძოლა რუსეთის სასტიკი აგრესიის წინაშე, მათზე დადებითად იმოქმედებს. ყველა თქვენ გიყურებთ. თუკი თქვენ ამას არ შეასრულებთ, ეს ექსპერიმენტი თუ ჩავარდება… მე ნამდვილად არ ვაჭარბებ იმას, რასაც ვამბობ, რომ მსოფლიოს ხალხები თქვენ გიჭერენ მხარს, რადგანაც ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ ამ ყველაფერს თავს წარმატებით გაართვევთ თუ არა.”

“უკრაინას უფლება არა აქვს, რომ ხალხმა იმედი დაკარგოს.”

“თქვენ თვითონ უნდა მართოთ საკუთარი ბედი. თქვენ თვითონ უნდა მოიპოვოთ ადგილი დედამიწაზე, რომ იდენტურობა შექმნათ, რომ თქვენ იყოთ ამაყი ხალხი, და დიდი პოეტი ტარას შევჩენკოც წერდა, ბევრს წერდა იმაზე, რომ უკრაინელებს დაეცვათ საკუთარი ბედი”.

სიტყვის დასასრულს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდი ხანი ფიქრობდა იმაზე, გამოსულიყო თუ არა სიტყვით რადაში.
მან განაცხადა, რომ არ უნდოდა, უკრაინელ პოლიტიკოსებს მისი გამოსვლა მიეღოთ, როგორც მითითება.

ბაიდენმა გამოსვლა ასე დაასრულა: “დაე, ღმერთმა აკურთხოს და დაიცვას ორივე ხალხი და მათი არმია”.

ბაიდენი დეპუტატებმა აპლოდისმენტებით და ფეხზე წამოდგომით გააცილეს.

https://youtu.be/Snrt8T6-3jc

https://youtu.be/Z4uAgDU3c38

banner
წინა სტატიაშიდაცული ტერიტორიების საზღვრები იცვლება
შემდეგი სტატიაცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ