ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს. სამი კოვიდინფიცირებული კლინიკაში მესტიიდან გუშინ შეიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ხუთ ინფიცირებულ პაციენტს პნევმონია აქვს. პაციენტებს შორის შვიდი არასრულწლოვანია.

banner
წინა სტატიაშისამივე შემთხვევაში ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტების გზით
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ჩვენ ნამდვილად არ ვემზადებით რევოლუციისთვის