16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

უტა ბერიას ფილმმა “ცრემლსადენი გაზი” ლოკარნოს კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მოიპოვა

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“, დამოუკიდებელი ჟიურის ჯილდო მოიპოვა.

რეჟისორმა მიღებული პრიზი სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს მიუძღვნა. უტა ბერიამ ჯილდოს გადაცემისას სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:

„მინდა ეს პრიზი მივუძღვნა მათე დევიძეს, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარია საქართველოში. ის მონაწილეობდა იმ პროტესტში, სადაც ეს ფილმი გადავიღეთ. ის იბრძოდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის. ეს მათეს ეძღვნება“.

სურათის გარკვეული ნაწილი უშუალოდ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არის გადაღებული. სიუჟეტის ცენტრში 16 წლის ელენე და მისი ოჯახია, რომლებიც სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თავისუფლებისთვის საყოველთაო ბრძოლის პარალელურად, მთავარ გმირს საკუთარი ოჯახის დაშლის მიზეზებთან თვალის გასწორება მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიექსტრემალური სიცხის გამო იტალიის 27 დიდ ქალაქში განგაშის “წითელი დონე” გამოცხადდა
შემდეგი სტატიათენგო თევზაძე: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი