უსუფაშვილთან ერთად თინა ხიდაშელსაც ვუთხარი – ალეკო ელისაშვილი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე პოლიტიკოსებისგან არსებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მან ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა და საქმის კურსში თინა ხიდაშელიც ჩააყენა.

„არ ვიცი, რატომ ვერ გაიხსენა დღეს დავით უსუფაშვილმა ჩვენი საუბარი. მე უსუფაშვილთან ერთად თინა ხიდაშელსაც ვუთხარი. მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ 200 ათასი დოლარი ბე აქვთ აღებული და ჯამში მილიონნახევარს აიღებენ, თუკი ამ ხალხის შეწყალება მოხდებოდა. პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ვუთხარი და წავაკითხე მესიჯები,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

გადაცემა არჩევანში საკრებულოს წევრი ამბობს, რომ პატრიარქის განცხადების შემდეგ ამ საქმეში დაინტერესებულ დეპუტატებს ისევ „ფულის კეთების“ სურვილი გაუჩნდათ.

„განსაკუთრებით ისინი აფუთფუთდნენ, რომლებიც ცდილობდნენ შეწყალების კომისიაში მუშაობის დროს ჩემზე ზეწოლის მოხდენას და ფულის გაკეთებას და ახლა, პატრიარქის ემოციური განცხადების შემდეგ, დაინტერესდნენ, რომ შეძლებდნენ პატრიარქს ამოფარებულები ფულის კეთებას. ზოგს აქვს პრაგმატული მოსაზრებები, რომ ისევ პატიმრების გამოშვებით ფული გააკეთონ,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დეპუტატი გადაცემაში არ ასახელებს იმ დეპუტატებს, რომლებიც ახდენდნენ მასზე ზეწოლას, თუმცა ამბობს, რომ ყველა მათგანზე ის ხვალ პროკურატურაში ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად ქორიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატია,,ერთი-ორი ეპისკოპოსია ისეთი, როგორ გახდნენ ეპისკოპოსები, ვერაფრით ვერ ვხვდები”