უსუფაშვილმა როსტოვის ავიაკატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

როსტოვში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა:
„საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ფედერაციის ქალაქ როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 62 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.“- აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშილევან მამალაძე: ხალხი პროკურორებს ოქტომბრამდე აძლევს ვადას, რომ საკუთარი გადაცდომა გამოასწორონ
შემდეგი სტატიაეს შენ გეხება! – აქცია სამეგრელოში