უსუფაშვილის განცხადებით, ხვალიდან ხელისუფლების ოპონენტი იქნება და არა – მტერი

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის ხვალიდან ხელისუფლების ოპონენტი იქნება და არა მისი მტერი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა პარლამენტის ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ხელისუფლების მიმართ ჩასაფრებული პოზიციაში არ იქნება.

“ხვალიდან დიალოგის რეჟიმში გადავდივარ ყველა დაინტერესებულ პირებთან. მათ შორის, თქვენთან”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, დღეს მედიის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრას მართავს.

banner
წინა სტატიაშიდიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში განაგრძობს
შემდეგი სტატიაკახეთში მაღაზიები და აფთიაქი გაქურდეს