უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შესაჩერებელია

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერდეს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შესაჩერებელია ყველა შემთხვევაში, ვინაიდან თუკი მიშელის შეთანხმება პირდაპირ, ყოველგვარი ეჭვების და შეკითხვების გარეშე რაიმეზე მიუთითებს, არის ის, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და შემდგომ თავიდან დაიწყოს კონკურსები. იცით, რომ ახლა საუბარია იუსტიციის საბჭოს მიერ იმ კანდიდატების წარმოდგენაზე, რომელთა შესარჩევი კონკურსები გაუგებრობებით დაიყო შარშან, ოქტომბერ-ნოემბერში და ამას არაფერი აქვს საერთო იმ სულისკვეთებასთან, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, ირღვევა თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტის პირობები, უსუფაშვილი პასუხობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნამდე, დოკუმენტის დარღვევაზე საუბარი ნაადრევია.

„ვიდრე პარლამენტს არ დაუმტკიცებია ეს მოსამართლეები, მიშელის დოკუმენტის დარღვევაზე საუბარი არ იქნება სწორი, ვინაიდან ეს ვალდებულება აღებული აქვთ პოლიტიკურ ძალებს, ვინც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს ეს ხალხი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ
შემდეგი სტატიარესურსცენტრი რაჭის ექსკურსიაზე პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებს