უსუფაშვილი წითელაშვილის საქმეზე – ამ თემაზე ვიცოდი ის, რაც მედიით იყო გაჟღერებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტრისტან წითელაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ მან მედიიდან გაიგო. უსუფაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიება პროკურატურას ევალება და იგი გამოძიების დასრულებას დაელოდება:

„მე ამ თემაზე ძალიან ცოტა ვიცოდი, კონკრეტულად ის, რაც მედიით იყო გაჟღერებული. ასე რომ, მე ამ კითხვაზე რაიმე ღირებულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არანაირი დამატებითი ინფორმაცია არა მაქვს და არც მქონია. როგორც ვიცი, პროკურატურამ თქვა, რომ ჩაერთო ამ საქმეში და დაიწყო გამოძიება. ასე რომ, ამ ტიპის თემებზე პროკურატურაზე მაღალი ორგანო არ არსებობს, ამიტომ მეც ველოდები მათ მიერ გამომზეურებულ დეტალებს და ფაქტებს,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : ყველას ვალია, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს წარმატება უსურვოს