უსუფაშვილი – საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი პირველ რიგში!

უკიდურესად შემაშფოთებელია და სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი – მეგობრებს ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და იყურება იქით, საიდანაც რეალური საფრთხე არსებობს და სწორედ იქედან ელის შველას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია – „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“- შესაძლებლობას იძლევა, რომ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, გლობალურად შეფასდეს.

„კონფერენცია არ ეძღვნება რომელიმე ერთ ქვეყანას, ან საქართველოს რომელიმე ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას. კონფერენციას გაცილებით ფართო ამოცანა აქვს. ის, რაც მსოფლიოში ხდება, დიდწილად გავლენას საქართველოზეც ახდენს. რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, პოლიტიკურ დონეზე ყველაფერი გასაგებია, თუმცა სათანადოდ პასუხგაცემული ვერ არის. რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და მსოფლიოს დესტაბილიზაციით ემუქრება. ამ პროცესში უკიდურესად შემაშფოთებელია და სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი პირველ რიგში! მეგობრებს ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ იქიდან გველის საფრთხე.

იყურება იქით, საიდანაც რეალურად საფრთხე არსებობს და სწორედ იქედან ელის შველას. ამ თემებზეა საუბარი. ამ კონფერენცია 15-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხები გლობალურ დონზე დავინახოთ. ამ პრობლემის მოგვარებას საქართველო ვერ შეძლებს, თუ მეგობრებთან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობაში არ იქნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე ოპოზიციას – თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში
შემდეგი სტატიამკვლელობა ოზურგეთში – არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა