უსუფაშვილი – სააკაშვილის მდგომარეობა რომ კარგი და ნორმალური არ არის, ეს ფაქტია, მედიკოსების რჩევა უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ

“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტების მიერ დადებული დასკვნა ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კარგი და ნორმალური არ არის.

„მე საჭიროებაზე სამედიცინო თვალსაზრისით ვერაფერს გეტყვით, ამაზე პროფესიონალები საუბრობენ, მაგრამ მისი მდგომარეობა რომ კარგი და ნორმალური არ არის, ეს ფაქტია. ამიტომ აქ მედიკოსების რჩევა უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ და აღმოუჩინოს იმ ტიპის დახმარება პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, რაც მას ესაჭიროება. სამედიცინო სპეციალისტების დასკვნა უნდა იყოს გაზიარებული. კანონმდებლობა მას ანიჭებს იმავე უფლებებს, რასაც ნებისმიერ სხვა პატიმარს და მისი უფლებები დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშმიგალი – 36 წლის შემდეგ მსოფლიო ახალი გამოწვევის: რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღების და „ბირთვული ტერორის“ წინაშე დადგა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – არესტოვიჩი ლაპარაკობს უკრაინის გადასახედიდან, საქართველოს სამწუხაროდ, დღეს ისეთი რეალობა არ აქვს, რომ ომი სცადოს რუსეთთან