“უსუფაშვილი, ს ვეშჩამი” – რუსთაველზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით უსუფაშვილს მიმართავს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი „შენების მოძრაობის“ ლიდერს აკრიტიკებს.

დავით უსუფაშვილმა დიღმელაშვილის კრიტიკა დღეს გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. საუბარია უსუფაშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე, რომელიც მან „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მისვლისას გააკეთა: „პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ.“

შოთა დიღმელაშვილმა სწორედ ამ განცხადების გამო გააკრიტიკა დავით უსუფაშვილი.

„ჯერ გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, ს ვეშჩამი,“ – ამბობს დიღმელაშვილი.

“ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს
შემდეგი სტატია“პოლიციამ მართლზომიერად და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით დამაკავა – ყველაფერი დანარჩენი ჭორია” – ავტოფარეხის სახურავზე დაკავებული ახალგაზრდა