უსუფაშვილი : როდესაც ის ბრძანებს, რომ პინგ-პონგი არ უნდა, მე ვამბობ, რომ ცალ კარში თამაშსა და პენალტებზე არ ვარ თანახმა

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2016 10:23

უსუფაშვილი : როდესაც ის ბრძანებს, რომ პინგ-პონგი არ უნდა, მე ვამბობ, რომ ცალ კარში თამაშსა და პენალტებზე არ ვარ თანახმა

საქართთველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კიდევ ერთხელ პასუხობს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი მისმართით გაჟღერებულ ბრალდებას და აცხადებს , რომ თუ ბიძინა ივანიშვილის “რესპუბლიკელებთან” „პინგ-პონგის”-ს რეჟიმში ბრალდებების ურთიერთგაცვლა არ მოსწონს, თავად უსუფაშვილს „ცალ კარში“ თამაში არ ხიბლავს. “დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!”-წერს უსუფაშვილი და დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრემიერებისადმი მიწერილ წერილს წარმოადგენს:

„მაშინ, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მე ბრალი დამდეს არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებაში და ცუდ პარტნიორობაში, მე განვმარტე საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ჩემს განმარტებას სიცრუე უწოდეს, წინა ბრალდებებს ესეც მიამატეს და ყოველდღე იმეორებენ. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად.დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ! არ ვაპირებ იმიტომ რომ, არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე! გაგაცნობთ ერთ დოკუმენტს, იმ მრავალთაგან, რომელიც ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციაზე, ჩვენს მიერ ერთად გაკეთებული საქმის გაფრთხილებაზე, ცივილიზებულ ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე… დიახ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება არაფერს არ რგებს საქმეს და ქვეყანას. მაგრამ თუ მას „პინგ-პონგი“ არ მოსწონს, მე კიდევ „ცალ კარში“ თამაში არ მხიბლავს… მე არ ვაქვეყნებ პირად წერილს. მე არ ვასაჯაროებ სახელმწიფო საიდუმლოს. მე ვაქვეყნებ იმ წერილს, რომელშიც ჩვენი დღევანდელობისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა საუბარი. საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ, იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა.“- წერს უსუფაშვილი და ყოფილ და მოქმედ პრემიერებისადმი მიწერილ წერილს ასაჯაროებს

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2016 10:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,893
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics