უსუფაშვილი ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის შეტანის თემას დანაღმულ ველზე შესვლად აფასებს

news
ავტ.: news მარტი 8, 2016 14:38

უსუფაშვილი ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის შეტანის თემას დანაღმულ ველზე შესვლად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დამატებითი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, ამას სწორი დრო და ტაქტიკა სჭირდება.

უსუფაშვილის თქმით, ამას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს, ამიტომ „რესპუბლიკური პარტია“ ამ პროცესს გაემიჯნა“.

“როდესაც ცვლილების ინიცირება ხდება, ე.ი. ვაცხადებთ, რომ კონსტიტუციას რაღაც აკლია. თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა. ამ თემით საარჩევნო პროცესის დომინირება არ შედის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში. ბევრი პრობლემაა, რომლის გადაჭრაც უნდა მოხდეს და არა – საეჭვო წარმოშობის თემების. საკითხის პოლიტიკური მხარე ემსგავსება მახისკენ ნაბიჯს, ამას პოლიტიკურ შეცდომად მივიჩნევთ, ამიტომ, „რესპუბლიკური პარტია“ ამ პროცესს გაემიჯნა”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი ამ საკითხს განიხილავს ზნეობრივ, მორალურ და არა პოლიტიკურ ჩარჩოში.

„ჩვენ, პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ, ყველა საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ”,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, რაც ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ – მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

news
ავტ.: news მარტი 8, 2016 14:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,136
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics