უსუფაშვილი მზადაა პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისთანავე მზად იქნება, საქათველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

“არჩევნების სამართლიანობის და თავისუფლების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, პარლამენტის თავმჯდომარე მიზანშეწონილად თვლის, გარკვეული პერიოდულობით სამუშაო შეხვედრების გამართვას ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი პირების – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე- მონაწილეობით.

აღნიშნული რეგულარული სამუშაო ფორმატით საშუალებას მოგვცემს, დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა საკითხზე, თავიდან ავიცილოთ თემების ზედმეტი პოლიტიზირება და გავზარდოთ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სიძე გაჩხრიკეს