უსუფაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყნის ისტორიული განვითარებას, ვერანაირი კობახიძე ხელს ვერ შეუშლის

კობახიძე თვითონ არ არის აზრზე – ასე ეხმაურება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსაფაშვილი პრემიერის განცხადებას, რომ პრეზიდენტის სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, არ უკვირთ ოპოზიციაში.

უსუფაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყნის ისტორიული განვითარებას, ვერანაირი კობახიძე ხელს ვერ შეუშლის.

კობახიძე აზრზე არ არის თვითონ. დიახ, ამ ქვეყანას ერთი შანსი აქვს, რომ იყოს თავისუფალი, რომ იყოს დამოუკიდებელი და ჩვენი ისტორიული სწრაფვა ქართველი ერის კულტურული აღორძინებისთვის, ეკონომიკური ძლიერებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ერთიანობისთვის. ეს გზა გადის ევროპულ ინტეგრაციაზე და აი ყველა, ვინც ამას ეწინააღმდეგება და აქ რაღაცას ხლაფორთობს, აი ესაა განწირული და მათ არ აქვთ არაფრის შანსი. ეს ზუსტად ასე იქნება, ეს 26 ოქტომბერსაც გამოჩნდება და ეს არის ისტორიული განვითარების ლოგიკა, რომელსაც ვერანაირი კობახიძე ხელს ვერ შეუშლის”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საკონსტიტიციო სასამართლოს ჯერ არ უთქვამს, მიანიჭებს თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელს პრიორიტეტის სტატუსს და დაიწყება თუ არა სალომე ზურაბიშვილის სარჩელის სასწრაფო წესით განხილვა.

საკონსტიტუციოს პასუხს ელოდებიან არასამთავრობებიც, რომლებსაც აინტერსებთ, მიიღო თუ არა სასამართლომ წარმოებაში მათი სარჩელი.

საკონსტიტუციოში ორი სარჩელი უკვე შესულია. ორი სარჩელი სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე შევა, თუმცა ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოს პლენუმი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი როგორ დამთავრდება ეს პროცესი დავინახავთ
შემდეგი სტატიაemguide.ge – საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება