უსკო-ში პარტიული სია 10-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

3 საათის მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სია 10-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. მათ შორისაა, 8 დამოუკიდებელი პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი.

“უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; “დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;“ საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“ “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;“ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“ ”ეროვნული ფორუმი;” საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“ და „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობა“.

ამ დრომდე უსკო-ში არ შესულა მმართველი პარტიის საარჩევნო სია.

უსკო-ს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10-დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე ექნებათ.

იმ შემთხვევაში, თუ უსკო-ში რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო სუბიექტი არ წარადგენს პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, უსკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის აეროპორტში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე: ოთხი წელი გაჩერება საკმარისია, ჩვენ მზად ვართ ავამოქმედოთ მთელი აჭარა