ეს იყო უსჯულო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ იყო პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება – მეუფე პეტრე

ეს იყო უსიყვარულო, ურცხვი, უსჯულო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ იყო პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება – მეუფე პეტრე.

“ქალბატონმა პრეზიდენტმა, თვითონ როგორც თავის თავს უწოდა, მართმადიანმა პრეზიდენტმა, მართმადიანი გადაწყვეტილება მიიღო. ანუ ეს იყო დამახინჯებული, უსულო ადამიანის ურცხვი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მისი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს იყო ურცხვი და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების და თანხობის შედეგად მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისევე როგორც ციანიდის საქმე დაიგეგმა უსჯულო ხელისუფლების და უსჯულო საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღესაც, ფაქტიურად პარალიზებული დეკანოზი დარჩა საპყრობილეში ურცხვი და უსჯულო ხელისუფალთა, პრეზიდენტის და საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი უსჯულოებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო სიტყვას უფალი იტყვის, უფალი მეფობს ”-აცხადებ მეუფე პეტრე

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

31 ოქტომბერს, სინოდის წევრებმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობით მიმართეს. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. 2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

 

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TvMtavari/videos/2532267830384318/?t=102″ width=”300″ height=”400″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაშიავთო მამალაძემ: პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მთელი საზოგადოება მოატყუა