უშველე ლარს! – დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2016 11:21

უშველე ლარს! – დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

უშველე ლარა! – პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ.
“ეროვნული ვალუტა რეკორდული ტემპებით უფასურდება, მთავრობა კი ამის შესაჩერებლად არცერთ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. პირიქით, ქართული ოცნების გეგმა კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან სწრაფ და ერთადერთ გონივრულ მოქმედებას – ხარჯების მკვეთრ შემცირებას და გადასახადების არათუ გაზრდას, არამედ შემცირებას მოვითხოვთ.

შეწყვიტეთ ჟრიალი, მოიჭირეთ ქამრები, დაწიეთ გადასახადები”, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2016 11:21