“უშუალოდ ბრძანების გამცემი რასაკვირველია, იყო ბიძინა ივანიშვილი” – დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეების დარბევის ბრძანება პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
მისი თქმით, ივანიშვილის ბრძანება შეასრულა შს მინისტრმა გახარიამ და სუს-ის ხელმძღვანელმა გომელაურმა.

„სახელმწიფო ინსტიტუტის პირველი პირები წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებს, ამიტომ ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ზუსტად სახელმწიფო ინსტიტუტებს, იქნება ეს შსს, უშიშროების საბჭო, საქართველოს პარლამენტი, თუ ა.შ., ბიძინა ივანიშვილი გასცემს უშუალო ბრძანებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი პირველი პირები. მათ შორის, ჩვენ ვიხილეთ მაგალითად, ბახტაძის საშინლად საცოდავი გამოსვლა, ვიხილეთ გახარიას უტიფარი ტყუილები. უშუალო შემსრულებელი იყო გახარია, ასევე, კოორდინაციაში ჩუბინიძესთან და გომელაურთან, სუს-თან, რომელიც დღემდე აგრძელებს პროვოკაციებს პარლამენტის წინ, მაგრამ უშუალოდ ბრძანების გამცემი, რასაკვირველია, იყო ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა -პრემიერი