“უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოების გაერთიანების საკითხის განხილვა ამოწურულია”

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანების საკითხის განხილვა ამოწურულია.

პრემიერის თქმით, უსაფრთხოებისა და კრიზისული სიტუაციების მართვას, კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს, სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში კი საქმეში ეროვნული უშიშროების საბჭო ერთვება.

„უშიშროების და კრიზისების საბჭოს გაერთიანების საკითხზე მეც და პრეზიდენტმაც ანალოგიური კომენტარები გავაკეთეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ამოწურულია. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როდესაც აღმასრულებელი ხელისფულების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და ეს ფუნქციები არის მკაფიოდ გამიჯნული. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კრიზისული სიტუაციების მართვას მანამდე, სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ეროვნული უშიშროების საბჭო ერთვება ამ სიტუაციებში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ეს არის გარკვეული პოლიტიკოსების მცდელობა, უაზრო სპეკულაიცები ახორციელონ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კრიზების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს გაერთიანების ინიციატივით გამოვიდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ეს საკითხი ამოწურულია, იმიტომ რომ არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის
შემდეგი სტატია“ყველას მოვუწოდებ, გამოძიების დასრულებამდე თავის შეიკავობ ვინმეს დადანაშაულებისგან”