უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება.

სხდომა 30 მაისს, 15:00 საათზეა დანიშნული.

ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების საბჭო ავრცელებს, რომლის თანახმად, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის; 2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; 3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საკითხებზე ტრენინგის დახურვას დაესწრო
შემდეგი სტატიაგერმანიის სპეცსამსახურებმა საფრანგეთი შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ