უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტურია

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტურია. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ირინა იმერლიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე.

უშიშროების მდივნის თანამდებობა ვაკანტური დღეს, მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საკუთარი კვოტით, უშიშროების საბჭოს უკვე ყოფილი მდივანი ირინა იმერლიშვილი დანიშნა.

უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და შესაბამისად, საკადრო გადაწყვეტილებასაც პრეზიდენტი იღებს. ამჟამად, უშიშროების საბჭოს მდივანს სამი მოადგილე ჰყავს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი – უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი – პრეზიდენტი ნიშნავს.

ამავე თემაზე: პრეზიდენტი: ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ძლიერი და პრინციპული ადამიანები არიან

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი : იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შერყეული ნდობა ახალი მოსამართლეების მოსვლით აღდგება
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი : იმედი მაქვს, ახალი მოსამართლეები შეძლებენ, ღირსეულად გააგრძელონ ჩვენი საქმე