უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ლევან დოლიძის, ხათუნა ლაგაზიძის და პაატა დავითაიას კანდიდატურები განიხილება

ასეუშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილი შესაძლოა ლევან დოლიძემ შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე სწორედ დოლიძის კანდიდატურას განიხილავს.

ლევან დოლიძე nato-ში საქართველოს ელჩი იყო. მას, ასევე ეკავა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, როცა თავდაცვის უწყებას ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი კვოტით ორი მოსამართლე დანიშნა -უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.

„რაც შეეხება მომავალ მდივანს, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, მისი დასანიშნია, მე ამ წუთას არ ვიცი ვის მოიაზრებს პრეზიდენტი. 30 სექტემბრის შემდეგ, ჩაინიშნება ფიცის დადების ცერემონია და ამის შემდეგ შევდივარ მე მოსამართლის უფლებამოსილებაში, რომელიც შეუთავსებელია სხვა ნებისმიერ თანამდებობასთან,“ – აღნიშნა ირინა იმერლიშვილამ.

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ასევე განიხილება ხათუნა ლაგაზიძის და პაატა დავითაიას კანდიდატურები.ინფორმაცია ამის შესახებ მედიით ვრცელდება.

 

banner
წინა სტატიაშიმედია “ალ-ქაიდის” გეგმაზე აშშ-ში ატომური აფეთქების შესახებ ავრცელებს
შემდეგი სტატიამთვრალი სავჩენკო ავარიაში მოჰყვა