უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს სავარაუდოდ ვანო მაჭავარიანი დაიკავებს

დაიკავებს თუ არა ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, 13 სექტემბერს გახდება ცნობილი.

თაიმერ-მა ვანო მაჭავარიანს კითხვით მიმართა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მაჭავარიანმა თავი შეიკავა კონკრეტული პასუხისგან და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე 13 სექტემბერს გააკეთებს განცხადებას.

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბრიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონის შემცვლელი სავარაუდო კანდიდატები
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილს ისრაელის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა