უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურას პრეზიდენტი ხვალ დაასახელებს

უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებას ხვალ გააკეთებენ. ამ დრომდე ერთადერთ დასახელებულ კანდიდატად მდივნის მოქმედი მოადგილე ვანო მაჭავარიანი რჩება.

ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე ამის თაობაზე ბრიფინგს გამართავს და ისაუბრებს უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის განხილვებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია : მრეწველებმა სია 19:05-ზე შემოიტანეს, რეგისტრაციის ვადა დასრულებული იყო