უშიშროების საბჭოს მდივნის ადგილი ვაკანტურია – იმერლიშვილი დღეს მოსამართლის საქმიანობის შესრულებას შეუდგება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილსა და კიდევ სამ მოსამართლეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. ვაკანტურ ადგიებს დაიკავებენ თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოში ღიად რჩება ერთი ადგილი, რომელსაც შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსამართლე დაიკავებს.

ვაკანტურია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა, ირინა იმერლიშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი უფლებაა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს იმერლიშვილს.

banner
წინა სტატიაშითბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა კასპში მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა