უშიშროების საბჭოს აპარატი სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრას მართავს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, პრეზიდენტის სასახლეში თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა იმართება თემაზე: საკონსტიტუციო ცვლილებების გავლენა საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სისტემაზე.

შეხვედრა ტარდება „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოსთან“, „შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრთან“ (DCAF, ჟენევა) და „საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან“ (NLO) თანამშრომლობით.

დისკუსიის მიზანია მომზადდეს კონკრეტული რეკომენდაციები თავდაცვისა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მსვლელობისას გათვალისწინებულია თავდაცვისა და უშიშროების სექტორის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების სამი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც სამ ძირითად მიმართულებაზე იმსჯელებენ: 1) უსაფრთხოების არქიტექტურა ახალ კონსტიტუციაში 2) ომისა და მშვიდობის საკითხები ახალ კონსტიტუციაში 3) საპარლამენტო და დემოკრატიული კონტროლი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორზე.

დღის მეორე ნახევარში პლენარული სხდომა გაიმართება. სამუშაო ჯგუფების მომზადებული რეკომენდაციების განხილვას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და უშიშროების სექტორის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიიაპონია სქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს
შემდეგი სტატია“ყველა ჩვენგანს ემუქრება საფრთხე, რომ ტომარა ჩამოაცვან თავზე და გაქრეს”- დეკანოიძე