„უშიშროების საბჭო არის გადმონაშთი საპრეზიდენტო მმართველობისა“ – ძიძიგური

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და მისი არჩევის წესის შესახებ მსჯელობენ საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე.
ერთ-ერთი განსახილველი თემაა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს სავარუდო გაუქმებაც. მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური უშიშროების საბჭოს შესახებ ჩანაწერს საპრეზიდენტო მმართველობის გადმონაშთს უწოდებს.

„დღევანდელი საკონსტიტუციო ვერსია ვერავინ ვერ მეტყვის რომ ან საპარლამენტოა ან საპრეზიდენტოა. ეს არის რაღაცა ტიპის დომხალი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება. უშიშროების საბჭო თავისი ფუნქციებით, რომელიც დღეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი არის გადმონაშთი საპრეზიდენტო მმართველობისა, რომელშიც ვიყავით წინა ცვლილებებამდე,“-აცხადებს ზვიად ძიძიგური

banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაოპოზიციიდან არაერთმა პოლიტიკურმა პირმა სცადა, საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია შეეთავაზებინა – თალაკვაძე