უშგულში ჩარჩენილ 30 კაციანი გადამღებ ჯგუფთან მესტიის გამგებელი ჩავიდა

უშგულში ჩარჩენილ 30 კაციანი გადამღებ ჯგუფთან მესტიის გამგებელი ჩავიდა

უშგულში ჩარჩენილ 30 კაციანი გადამღებ ჯგუფთან მესტიის გამგებელი ჩავიდა უშგულში ჩარჩენილ 30 კაციან გადამღებ ჯგუფთან მესტიის გამგებელი ექიმებთან ერთად ჩავიდა. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ჯგუფის წევრები თავს კარგად გრძნობენ. გამგებელს და მასთან ერთად მყოფ ექიმებს უშგულში ჩასასვლელად ამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის ფეხით გავლა მოუწიათ.
„ამ წუთას გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიმყოფები, არანაირი პრობლემა არ აქვთ. ჯგუფის მხოლოდ ერთი წევრია ავად და მას ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას. დანარჩენები თავს კარგად გრძნობენ. არც საკვების პრობლემა აქვთ და ცუდია, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა,“ – აცხადებს მესტიის გამგებელი. კაპიტონ ჟრჟლიანი განცხადებით, გადამღები ჯგუფი უშგულის ყველაზე კარგ სასტუმროში იმყოფება და შესაბამისად არც გათბობის და მედიკამენტების პრობლემა ჰქონდათ.
კაპიტონ ჟორჟლიანის განცხადებით, კალა-უშგულის გზის გაწმენდითი სამუშაები ახლაც მიმდინარეობს და მოძრაობა 1 საათში აღსდგება და გადამღები ჯგუფიც სავარაუდოდ დღესვე გამოემგზავრება უშგულიდან. გაწმენდით სამუშაოებს კოორდინირებას სამეგრელ-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უწევს, რომელმაც პრობლემურ მონაკვეთზე დამატებითი ტექნიკა გააგზავნა.
„პრობლემა შეიქმნა ე.წ. დევისნაშენის მონაკვეთზე, სადაც ყველაზე ვიწრო და რთული გზაა, რის გამოც ტექნიკას გადაადგილება და გაწმენდითი სამუშაოები გაუჭირდა. გარდა ამისა, 9 ადგილას იყო ზვავი ჩამოწლილი და სამუშაოები ამანაც გაართულა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ევროპის ყველაზე მაღალმთიან სოფელზე, სადაც საქართველოში ყველა დასახლებულ პუნტზე მეტი თოვლია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზვავსაშიში მონაკვეთებია, ჩვენ ერთი წუთით არ გავჩერებულვართ,“ – აცხადებს მესტიის გამგებელი.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქმა და ინსტაგრამმა მომხმარებლებს იარაღის გაყიდვაზე განცხადებების დადება აუკრძალეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი – მეტსახელად „ლავას ოღლი“ დააკავა