უშბაზე დაღუპული 4 ტურისტის ეროვნული კუთვნილება ცნობილია. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები რუსეთის, ისრაელის და შვედეთის მოქალაქეები არიან.
ცნობისთვის, დაღუპულ მთასვლელთა სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, დღეს დილით, ტურისტების ცხედრები იპოვნეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.