რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე ოკუპირებულ ცხინვალთან მოლაპარაკებებს გამართავს

რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე ოკუპირებულ ცხინვალთან მოლაპარაკებებს გამართავს.

განკარგულების თანახმად, რუსეთის მთავრობა დათანხმდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დეპარტამენტთან “მიწის ნაკვეთის ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე” მოლაპარაკებები დაიწყოს.

დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზეა გამოქვეყნებული. მას ხელს რუსეთის პრემიერი მიხაილ მიშუსტინი აწერს.

“მე-11 ფედერალური კანონის მე-3 მუხლის – “რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ” შესაბამისად, მიღებული იქნას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მოლაპარაკებების გამართვის შესახებ, რომელიც შეეხება პროტოკოლის ხელმოწერას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის გაერთიანებული საომარი ბაზისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშისააპელაციოს გადაწყვეტილებით, ცესკო საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნებს არ გახსნის
შემდეგი სტატიალავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება