უსაშინლესი პროფესიები, რომელსაც ადამიანები საკუთარი ნებით ირჩევენ

უსაშინლესი პროფესიები, რომელსაც ადამიანები საკუთარი ნებით ირჩევენ

მყნოსავები

კომპანიებში, რომლებიც ანტიპერსპირანტებს აწარმოებენ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული თანამშრომლები ყავთ – ისინი იღლიებს ყნოსავენ. როგორ უნდა დაადგინო ახალი სპრეის ეფექტურობა თუ არა ასე? ლაბორატორიაში შეიძლება ფიქრობენ, რომ რაღაც გენიალური მოიგონეს, მაგრამ როგორ უნდა დაადგინო ეს მართლაც ასეა თუ არა? როგორ და ასე: ერთ კარგად გამთბარ ოთახში უნდა დასვა სუნების მიმართ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი. შემდეგ ოთახში ისინი უნდა შეუშვა, რომელთაც სპრეი უკვე შეასხეს. ამის შემდეგ მყნოსველი მათ იღლიებს სუნავს. ზოგჯერ 60-ჯერაც. ამის შემდეგ სუნების სპეციალისტი მოხსენებას წერს, ლაბორატორია კი რაიმე სიახლეს ამატებს ან არ ამატებს ანტიპერსპირანტის შემადგენლობას. მყნოსველების ხელფასი არც თუ ისე მაღალია. მაგალითად, ამერიკაში ის წლიურ 20-50 ათას დოლარს შეადგენს.

დეგუსტატორი

ერთნი ღვინოს უსინჯავენ გემოს, მეორენი – საჭმელებს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გემოვნების საკუთარ რეცეპტორებს იმისთვის იყენებენ, რომ ოთხფეხებს გაუუმჯობესონ ცხოვრება – ძაღლებს და კატებს. დიახ, დიახ – ეს ადამიანები ძაღლების და კატების საჭმელს სინჯავენ ზუსტად იმ სახით, რომლითაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები იღებენ. სხვათაშორის, არც თუ ისე მცირე ხელფასად. ეს დეგუსტატორები ამბობენ, რომ მართალია, ადამიანების და ძაღლების გემოვნების რეცეპტორები განსხვავდებიან, დეგუსტაცია მაინც აუცილებელია, რომ გაარკვიონ, სწორად არის თუ არა ინგრედიენტების ბალანსი შენარჩუნებული ან კარაგდ არის თუ არა საჭმელი მომზადებული. ძაღლის საკვებისთვის იყენებენ ხორცს, რომელიც ადამიანებისთისაც ვარგისია საჭმელად. დეგუსტატორები ამბობენ, რომ მისი გემო ძალიან კარგია. ჩვეულებრივი. ჩვეულებრივ, იმიტომ, რომ ძვირადღირებულ ბრენდებზეა საუბარი. იგივე დეგუსტატორები აღიარებენ, რომ იაფფასიანი საჭმლის გახსნილი ქილა მათში გულისრევას იწვევს. ზოგჯერ დეგუსტატორებს ასისტენტები ყავთ – საკუთარი ძაღლები, რომ ნახონ, მოეწონათ თუ არა სიახლე.

ჟღვინტების შემგროვებელი

ყველას გვინახავს ვეშაპის ფანტანი – ზღვაში, მინიმუმ წიგნებსა და ეკრანებზე. მაგრამ ფანტანი ეს წყალი არ არის, რომელსაც ვეშაპი თავისი სასუნთქიდან ასხამს, არამედ წვინტლია, რომელიც, მეცნიერების დაინტერესების საგანია. ვეშაპების შესწავლა რთულია, რადგანაც ისინი ძალიან დიდხანს ატარებენ ღრმა წყალში, ხოლო როცა ზედაპირზე ამოდიან უმჯობესია მას არ მიუახლოვდეთ – ვეშაპი ძალიან მძიმეწონიანია და მისი კუდის ერთმა მოქნევისგან ნავისგან ან კატერისგან, ან თქვენგან არაფერი დარჩება. მაგრამ ვეშაპის ჟღვინტში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა – დნმ-ის ნიმუში, ვირუსები და სხვა ბევრი. მისი შესწავლით შესაძლებელია ცხოველის ჯანმრთელობის, სხვა ვეშაპებთან ნათესაური კავშირი დადგენა და სხვა. 2018 წლის დასაწყისამდე მეცნიერები ძალიან სახიფათო რამეს შვრებოდნენ – როგორც კი ნახავდნენ, რომ ვეშაპი წყლის ზედაპირზე აპირებს ამოსვლას, კატერით მასთან ცხრა მეტრით მიახლოვებას ცდილობდნენ, ხელში კი სპეციალური ჭურჭელი ეჭირათ, რომ ფანტანის ამოსვლისას ის შეეგროვებინათ. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჟღვინტების შემგროვებლებს ცხოვრება გაუადვილა. ახლა მათ შეუძლიათ 50 მეტრის სიშორიდან შეაგროვონ გამონაყოფი.

მასტუბრატორები

დედამიწაზე არსებობს ნივთიერება, რომელიც ოქროსავით ძვირი ღირს. საშუალო პორციის ღირებულება 800-დან 7 ათას დოლარამდე მერყეობს, თუმცა, ზოგჯერ ათობით ათასს და მეტსაც აჭარბებს. საუბარია ცხენზე, რომელიც განსაკუთრებულ ჯიშს განეკუთვნება, ან კარგი მრბოლელია. სპერმა ხელოვნური განაყოფიერებისთვისაა საჭირო. მაგრამ როგორ მიიღონ ეს სპერმა? ცხენის სასქესო ორგანო ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ადამიანის, სხვა სიტყვებით, აუცილებელია მისი აღგზნება. მაგრამ ცხენები არ რეაგირებენ არც ვიდეოზე, არც ეროტიულ ჟურნალებზე. და რა არის გამოსავალი? როგორც ამბობენ, საჭიროა ძველი მეთოდებით მუშაობა. ზოგიერთ ადამიანს უხდიან იმისთვის, რომ მათ საქმე ხელში ჩაიგდონ. პირდაპირი გაგებით. და ყველანაირად ასტიმულირებენ ცხენის ამ ანატომიურ ნაწილს მანამდე, სანამ ის “სრულ საომარ მზადყოფნაში” არ მოვა. მაგრამ ეს დასასრული არ არის. ახლა აუცილებელია ცხოველის პენისი ხელოვნურ ვაგინაში ჩადება, რომელიც უზარმაზარი ზომის პრეზერვატივს გავს და რომლის დანახვაზე ძალიან ბევრს კოშმარები ესიზმრება. ამის შემდეგ ცხენთან მოაგორებენ თივისგან გამზადებულ მაკეტს, სადაც ის ასრულებს თავის კეთილშობილურ თუ არა, მომგებიან საქმეს. ამერიკული ცხენს, რომელსაც ქვია ტაპიტი, თავისი პატრონებისთვის ერთი პორციიდან 300 ათას დოლარი მოგება მოაქვს.

ტექსტი გამოქვეყნდა “ბიბისი”-ზე

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი – ხელისუფლებას ვათმობინებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ვაშაძემ ეს უნდა შეძლოს, უარეს შემთხვევაში, ვერ მოხდება ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება
შემდეგი სტატიასააკაშვილი არველაძეს: არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა, როგორც ახლა