“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერი, კახა კალაძე „უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია“. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილი “ფეიბუქზე“წერს, რითაც კახა კალაძის განცხადებას პასუხობს.
“უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი – თავის ჭკუით “ღადაობს” … მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და ნერვიულობს. აუცილებლად, ყველგან ვიქნები, სადაც ხალხს დასჭირდება, რომ იცოდნენ, დარწმუნდნენ, მომავალი ხელისუფლება მოემსახურება ხალხს და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა მათ პრობლემაზე!” – წერს ლევან ხაბეიშვილ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ის ოპოზიციურ პარტიებს საერთო სტრატეგიას სთავაზობს, ჟურნალისტებთან ასე გამოეხმაურა: „ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და არ ვიცი, დაბრუნებულია? დაბრუნდა? არ ვიცი“, – განაცხადა კახა კალაძემ.