“უსაფუძვლო განცხადებებით ბანკის ფინანსური სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს საქართველოს საბანკო სექტორს” – “საქართველოს ბანკი”

საქართველოს ბანკი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დიდი ბრიტანეთიდან მიღებული წერილი გაასაჯაროვა.

ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ ნამდვილად მიიღო წერილი დიდი ბრიტანეთიდან, სადაც საუბარია საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“.

მისივე თქმით, წერილში დადასტურებულია, რომ საქართველოს ბანკის აქციონერები ისეთ აქტივს ფლობენ, რომლის შესახებაც BGO-ჯგუფი არაა ინფორმირებული და რუსთავის აზოტის წინააღმდეგ დავა ბანკს პრობლემებს შეუქმნის.

დიდ ბრიტანეთში დავა საქართველოს ბანკს და რომან ფიფას შორის მიმდინარეობდა, რომელიც ფლობდა აზოტს. საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ აღნიშნული ბრალდებები აბსურდულია.

მათი თქმით, საფრთხე ბანკს არ ემუქრება, რადგან სასამართლო დავა რომან ფიფიამ 2018 წელს შეწყვიტა.

„2018 წლის 27 აპრილს რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. მის მიერ ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხე – საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited-ია. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი. BGEO Group Limited სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უსაფუძვლო განცხადებებით კომერციული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს საქართველოს საბანკო სექტორს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯგუფური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამასშტაბური სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში- დაკავებულ პირებს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან