უსაფრთხოების ზომები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გააძლიერეს

ობამა 9 მილიონ ემიგრანტს მოქალაქეობას მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. ამერიკის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა თავის ფრანგ კოლეგასაც და თანადგომა აღუთქვა.

ბარაკ ობამა საგანგებო განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლის პირობას დებს.

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო საგანგებო მდგომაროების გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად ამ დროისთვის შეზღუდვები საზღვართან არ დაწყებულა.

ბერლინიდან პარიზის მიმართულებით მოძრაობენ ჩქაროსნული მატარებლები და ავტობუსებით გადაადგილებაც ჯერ-ჯერობით თავისუფალი, ასევე საჰაერო მიმოსვლაც არ არის შეუზღუდავი.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული.

 

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიათვითმხილველები აცხადებენ, რომ ტერორისტები თეატრში შეჭრისას, “ალაჰ აქბარს” ყვიროდნენ