“უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს, რომ ქვეყანას ააცილონ საფრთხეები”

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

“უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს, რომ ქვეყანას ააცილონ მოსალოდნელი საფრთხეები”, – ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და განიხილოს ქვეყნის წინაშე არსებული ვითარება.

“ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს, რომ ქვეყანას ააცილონ მოსალოდნელი საფრთხეები. ისინი დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ოპოზიციური ტელეარხების კონტროლით.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავარსარდალს, რომ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა აიღოს კოორდინაცია და უზრუნველყოს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ამ ძალიან რთულ ვითარებაში იმუშაოს კოორდინირებულად და გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არაფერი ემუქრება”
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო ექიმებს აფრთხილებს, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება