“უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტებზე ისაუბრა.
„უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტები მზადაა. უსაფრთხოების ალტერნატივა არ არსებობს. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

















