შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება

saagentoebisTvisშინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას, საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, დიდუბის გამგეობა და სხვადასხვა
უნივერსიტეტის სტუდენტები აგრძელებენ. ახალგაზრდებმა დიღომში, ბელიაშვილის
ქუჩის დასაწყისში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელი
„3D“ ფორმატში მოხატეს.

ქვეითთა გადასასვლელს სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის
თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. ფერად
„ზებრა“ გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის
სლოგანი – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ დაწერეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა და
გამგეობის თანამშრომლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი „ზებრა“
გადასასვლელი უკვე მოხატეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების
პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა
შემდეგი სტატიამოსკოვმა თურქეთს „ისლამური სახელწმიფოს“ იარაღის ძირითადი მიმწოდებელი უწოდა