euronews-ის ინფორმაციით, შაბათს, როდესაც ჯარები წითელ მოედანზე მარშისთვის ემზადებოდნენ, ხელისუფლებამ რუსეთის დედაქალაქში მობილურ ინტერნეტსა და ტექსტური შეტყობინებების სერვისებზე წვდომა შეზღუდა, მიზეზად კი საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაასახელა.
გამოცემის ცნობით, მთავრობა მეთოდურად ამკაცრებს ინტერნეტ ცენზურას და აწესებს უფრო და უფრო მკაცრ კონტროლს ონლაინ აქტივობებზე, რაც იწვევს უკმაყოფილებას და იშვიათ საჯარო პროტესტს.
მოსკოვში, უსაფრთხოების მკაცრი ზომების პირობებში, გამარჯვების დღის შემცირებული აღლუმი გაიმართა. უკრაინული დრონების შესაძლო თავდასხმის შიშის გამო, ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკა არ გამოუყვანიათ. რუსეთის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ნატო მკაცრად დაგმო.
სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დედაქალაქში ჩავიდნენ: მალაიზიის მეფე სულთან იბრაჰიმ ისკანდარი, ლაოსის პრეზიდენტი თონგლუნ სისულითი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.
















