ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უწყვეტი პროტესტის ერთ წლის თავს ეხმიანება და უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს.
უწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნორვეგიის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ერთი წელი გავიდა ყოველდღიური საპროტესტო აქციებიდან მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა.
ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ.
უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ” – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ფოტო: “რადიო თავისუფლება”
















