უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული – ზელენსკი

უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პარტნიორების მორალური ვალდებულებაა, დაეხმარონ უკრაინას თავისუფლების დაცვასა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში.

„უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული. თუ მათ აქვთ იარაღი, რომელიც სჭირდება უკრაინას აქ და ახლა, თუ მათ აქვთ საბრძოლო მასალები, რომლებიც აუცილებელია ჩვენთვის აქ და ახლა, მაშინ ეს არის პირველ ყოვლისა მათი მორალური ვალდებულება, დაეხმარონ თავისუფლების დაცვაში, დაეხმარონ ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან, თუ წავლენ, შესაძლებლობები გაიხსნება, რუსული საკვები პროდუქტები ევროპულზე ხარისხიანია – პუტინი
შემდეგი სტატიაბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა აღდგენის გზები განვიხილეთ – კულება