უსამა ბინ ლადენის შვილი ტერორისტების სიაში შეიყვანეს

აშშ-ს მთავრობამ “ალ-ქაიდას” ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის შვილი ტერორისტების შავ სიაში შეიყვანა. ამერიკელებს მასთან კავშირი და მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეკრძალებათ.
სიას, რომელშიც ყოფილი ნომერ პირველი ტერორისტის შვილი შეიყვანეს “განსაკუთრებით საშიში საერთაშორისო ტერორისტები” ქვია.
ხამზა ბინ ლადენის გარდა, აღნიშნულ სიაში “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერი იბრაჰიმ ალ-ბანი მოხვდა.

ამერიკული სპეცსამსახურების მტკიცებით, ხამზა ბინ ალდენი “ალ-ქაიდას” აქტიური პროპაგანდისტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის დაზვერვა სათანამშრომლოდ ქალებს ეპატიჟება
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო