უსახლკაროდ დარჩენილი 11 სულიანი ოჯახი–რა მოხდა განმუხურში?

http://www.timer.ge/11-nembridan-qobulethshi-shimshilobis-aqcia-itskheba/

http://www.timer.ge/11-nembridan-qobulethshi-shimshilobis-aqcia-itskheba/ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის გამოც ჩახაიების 11 სულიანი ოჯახი, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩა. მათ ეზოში მხოლოდ მცირე ზომის ხის  ფიცრულიღა დგას.

ჩახაიები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს.

ჩახაიების მრავალსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. 11 სულიან ოჯახში არც ერთი წევრი არ მუშაობს, 5 მცირეწლოვანი ბავშვიდან კი ერთ-ერთი  მძიმედაა დაავადებული და თბილისში მკურნალობს.

ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს 1000 ლარით დაეხმარებიან და იმავდროულად 100 ლარს ქირისთვის გადაუხდიან ყოველთვიურად, მომავალი წლისთვის კი შესაძლოა, სახლი შეუძინონ.

banner
წინა სტატიაში11 ნემბრიდან, ქობულეთში შიმშილობის აქცია იწყება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: „ბატონ ბიძინასთან შეხვედრაზე ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი განვიხილეთ“