USAID – მივესალმებით, რომ ISFED-მა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა PVT და გაასაჯაროვა

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიერ საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადამოწმებასა და შიდა აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას მიესალმება.

როგორც USAID-ის განცხადებაშია აღნიშნული, ISFED-ი პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა.

“USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან “სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას”, – ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ივანიშვილის დიდი კრახია, რომ ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა და “ბუტკაში” ხალხი ფულით ვერ შეათრია
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა