USAID-მა ფახულანში დაზარალებული ფერმერისგან ვარდები შეიძინა და ექიმებს გადასცა

საოკუპაციო ხაზთან, საბერიო-წყოუშის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური 2017 წელს მოაწყო. ვარდების სათბურისთვის საჭირო რკინის კონსტრუქცია ნიაზ შონიამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის, ზრდას პროექტის ფარგლებში მიიღო.
ფერმერი ნიაზ შონია პანდემიამდე ვარდებს ზუგდიდში და ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ყიდდა. წელს კი ეს ვერ მოახერხა. ფერმერის შვილის გახა შონიას თქმით,მათ ვარდების რეალიზებაში დონორი დაეხმარათ.
„ეს ლამაზი ვარდები სამეგრელოს ერთ-ერთი სათბურიდან შევიძინეთ. სათბურს მხარს უჭერს ჩვენი პროგრამა “ზრდა”, რომელიც ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. ეს სათბური, მრავალი სხვა ბიზნესის მსგავსად, კორონა ვირუსის პანდემიის დროს ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა. შეძენილი ყვავილები პატივისცემის ნიშნად ზუგდიდისა და რუხის ექიმებსა და ექთნებს გადავეცით.
მადლობას ვუხდით საქართველოს სამედიცინო პერსონალს, მათ, ვინც კოვიდ 19 პანდემიის დროს დაუღალავად შრომობს ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად.
ჩვენი სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას პანდემიის შემდეგ.“,- აცხადებენ USAID -ზრდის წარმომადგენლობაში.

banner
წინა სტატიაშირუხის კლინიკაში ამ დროისთვის ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა